გალში დაკავებული 7 ყაჩაღიდან ერთ-ერთი “ჩერნომორენერგოს” თანამშრომელია

0

dakavebaგალში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებული 20 ქართველი ახალგაზრდა მამაკაცი დილით გათავისუფლებულია. როგორც თვითაღიარებული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო საკუთარ ვებ გვერდზე იტყობინება სპეცოპერაციის შედეგად აყვანილია კრიმინალური დაჯგუფების 7 წევრი. დაკავებულთაგან ერთ-ერთი “ჩერნომორენერგოს” თანამშრომელია და ის დღემდე მაღალ მთანამდებობას იკავებდა

აფხაზური მედიის ცნობით კრიმინალური დაჯგუფება, რომელიც გალის ქვედა ზონის სოფლებში მოქმედებდა 30 კაცისგან შედგება, თუმცა გარდა დაკავებული შვიდი ადამიანისა მათი აყვანა სპეცდანიშნულების რაზმმა ვერ შეძლო. აფხაზური წყაროების ინფორმაციით დაჯგუფების სხვა წევრებმა მიმალვა შეძლეს, თუმცა მათი სავარაუდო ადგილსამყოფელის შესახებ თვითაღიარებული რესპუბლიკის სამართალდამცავებმა არაფერი იციან.

კრიმინალური დაჯგუფების წევრები, რომელიც გალშიო სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს ამჟამად სოხუმის უშიშროების იზოლატორში იმყოფებიან. გამორიცხული არ არის, რომ გალის რაიონის ქვედა ზონის სოფლებში სპეცოპერაცია ისევ ჩატარდეს.

სხვა ახალი ამბები: