გალში კრიმინოგენული მდგომარეობა გამწვავებულია (ვიდეორეპორტაჟი)

0

025ენგურის ხიდზე მიმოსვლა შეუფერხებლად მიმდინარეობს. ე.წ ცენტრალური გამშვები პუნქტით ძირითადად ის ადამიანები სარგებლობენ, რომლებსაც გააჩნიათ აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის პასპორტები. საინფორმაციო სააგენტო smo.ge დღეს ენგურის ხიდზე გალის რაიონის მოსახლეოებას გაესაუბრა. მათი განცხადებით, ენგურის ხიდზე გადასვლის პრობლემა მართლაც არ არის, თუ რათქმაუნდა აფხაზური პასპორტის მფლობელი ხარ, წინააღმდეგ შემთხვევაში რუს ოკუპანტებს სადამსჯელო სანქციები დაწესებული აქვთ.

გალის ქართული მოსახლეობა რაიონში ბოლო დროს გამწვავებულ კრიმინალურ მდგომარეობაზე საუბრობს. ისინი აღნიშნავენ ასეთ შემთხვევათა რიცხვმა საგრძნობლად იმატა. გალის რაიონში ადამიანთა გატაცების ფაქტები და ყაჩაღური თავდასხმები ძირითადად თხილისა და ციტრუსის სეზონს უკავშირდება.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge გთავაზობთ სპეციალურ ვიდეორეპორტაჟს ენგურის ხიდიდან.

ვიდეორეპორტაჟი

სხვა ახალი ამბები: