ექსკლუზივი: გალში მეგრულენოვან ტელევიზიას გალის ახალი გამგებელი თემურ ნადარაია გახსნის

2

nadarayaგალის რაიონის დე-ფაქტო გამგებელი თემურ ნადარაია გალის რაიონის საგანმანათლებლო საშუალო სკოლებში მეგრული ენის სწავლების შემოღებასა და მეგრული ტელემაუწყებლობას გეგმავს. ამის შესახებ გალის რაიონიდან smo.ge-ს  საკუთარმა წყარომ აცნობა. წყაროს ინფორმაციით თემურ ნადარაია მომავალი წლიდან გალის ტერიტორიაზე, კერძოდ კი გალის საკაბელო ტელევიზიის ბაზაზე, ადგილობრივი ფოსტის შენობაში ახალი მეგრულენოვანი ტელეკომპანიის გახსნას გეგმავს.

” შემოთავაზება მეგრულ ტელევიზიაში მეც მქონდა მაგრამ რათქმაუნდა უარი განვაცხადე. დიქტორად მიმიწვიეს და მითხრეს რომ ახალი გამგებლის დავალებაა და ამიტომ გთხოვეთო. მითხრეს რომ ტელევიზია რომელიც მეგრულ ენაზე თავიდან მხოლოდ დღეღამეში 5 საათი იმაუწყებლებს, ეთერში მეგრულად გავა ახალი ამბები, ფილმები რომელიიც დუბლირებული იქნება მეგრულ ენაზე და მეგრული სიმღერები. სავარაუდოდ მეგრულენოვანი ტელევიზიის სახელწოდება იქნება “სამურზაყანო”-აცხადებს smo.ge-სთან სატელეფონო საუბარში საკუთარი წყარო.

მეგრულენოვანი ტელევიზია გალის რაიონში მაუწყებლობას სავარაუდოდ პირველი მარტიდან დაიწყებს. ტელეგადაცემების ნახვა ზუგდიდის რაიონის დაბალი ზონის სოფლებშიც იქნება შესაძლებელი, თუმცა როგორც ტელევიზიის დამფუძნებლები ამბობენ ტელევიზიის სიგნალი დაფარავს მთელს დასავლეთ საქართველოს.

სხვა ახალი ამბები: