გალში სპეცოპერაციისას მოკლულთა ცხედრები სპეცსამსახურებმა აფხაზეთში დამარხეს

0

cxedrebiგალის რაიონში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული სამი ქართველის ცხედარი თვითაღიარებული რესპუბლიკის სპეცსამსახურებმა უცნობ ადგილზე დამარხეს. ამის შესახებ აფხაზური მედია დილიდან იუწყება. „შესაბამისი ოპერატიული სამსახურებისა და აფხაზეთის სასამართლო -სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლებმა 12 იანვარს ლიკვიდირებული ჯატო აქუბადიას, ლევან ხარგელიასა და ნუკრი ხურცილავას ცხედრები დამარხეს“-ვკითხულობთ გამოქვეყნებულ ინფორმაციებში.

თვითაღიარებული რესპუბლიკის ე.წ გენერალური პროკურატურის განცხადებით, ადამიანების ცხედრები, რომელთა სიკვდილიც ტერორისტული აქციის აღკვეთის დროს დადგა, დაკრძალვისათვის ახლობლებს არ გადაეცემათ და მათთვის არც მათი დაკრძალვის ადგილი უნდა იყოს ცნობილი. აქვე დასძენენ, რომ ამას აფხაზური კანონმდებლობა ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ გალის რაიონში აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციას ხუთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. გარდაცვლილია შეიარაღებული დაჯგუფების სამი წევრი, ეთნიკურად ქართველი ლევან ხარგელია, დათო აქუბარდია და ნუკრი ხურცილავა.

ბანდფორმირების წევრებმა სოფელ ჭუბურხინჯში 11 იანვარს 30 წლის მამაკაცი გელა გერგედავა გაიტაცეს, რომელმაც გაქცევა შეძლო და მომხდარის შესახებ აფხაზეთის ე.წ. მილიციას შეატყობინა.

სხვა ახალი ამბები: