გალში, ტყვარჩელისა და ოჩამჩირეში გაცემული პასპორტები ძალადაკარგულად გამოცხადდა

0

1344639_401_271_sourceაფხაზური ოპოზიციის ლიდერის რაულ ხაჯიმბას განცხადებით, ყველა პასპორტი, რომელიც გალის, ტყვარჩელისა და ოჩამჩირის რაიონების ადმინისტრაციების მიერ იყო გაცემული, ძალადაკარგულად გამოცხადდა.

,,აპსნიპრესის“ ცნობით, ამის შესახებ ხაჯიმბამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„აფხაზეთის აღმოსავლეთ რეგიონში გაცემული ყველა პასპორტი ძალადაკარგულია, რადგან ისინი უკანონო კომისიების მიერ იყო გაცემული. ამის შესახებ პარლამენტის დადგენილებაშია ნათქვამი, რომელიც პასპორტიზაციის საკითხთან დაკავშირებით იქნა მიღებული. ვიცით, რომ გალის რაიონში მცხოვრებთა უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეა. შესაბამისად, იმ 25-26 ათასი გაცემული პასპორტის საკითხი შემდეგნაირად უნდა დავაყენოთ: ამ ადამიანებს პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ ექნებათ, სანამ ყველა ის საკითხი არ მოიხსნება, რომელიც მათთვის პასპორტების უხეში დარღვევით გაცემას უკავშირდება“-განაცხადა ხაჯიმბამ.

მისი თქმით, ყველა ის ადამიანი, ვისაც მსგავსი პასპორტი გააჩნია, აფხაზეთში ცხოვრებას კვლავინდებურად გააგრძელებს.

ხაჯიმბას თქმით, ამ დროისთვის მოქმედად ითვლება მხოლოდ ის პასპორტები, რომლებიც კომისიის შექმნამდე იყო გაცემული.

სხვა ახალი ამბები: