გამთენიისას მესტიაში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნილია

0

mkvlelobaaგამთენიისას დაახლოებით 3.45 წუთზე მესაზღვრე კახა მარგიანმა, რომელიც არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოკლა ხვიჩა რატიანი, ხოლო ზურაბ ჯაფარიძე დაჭრა. მარგიანმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამოდენიმეჯერ გაისროლა. ურთიერთშელაპარაკების თემა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა როგორც მესტიაში ამბობენ გარჩევები ძველ დაპირისპირებას უკავშირდებოდა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის სამხარეო პოლიციის თანამშრომლებმა მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნეს. მკვლელობაში ეჭვმიტანილი ქართველი მესაზღვრე კახა მარგიანი მომხდარი ფაქტიდან რამდენიმე საათში დააკავეს. გამოძიება აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით უკვე დაწყებულია. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებულ დეტალებს სამეგრელოს პოლიცია იძიებს.

სხვა ახალი ამბები: