გამოკითხვის მიხედვით 52 %-ით დავით ნარმანია ლიდერობს

0

narman-polit-1-analit-1„ახალგაზრდა ადვოკატების“ მონიტორების გამოკითხვის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში, თბილისის მერობის კანდიდატებს შორის, კოალიცია „ქართული ოცნების“ კანდიდატი, დავით ნარამანია ლიდერობს. „ახალგაზრდა ადვოკატების” ცნობით, დედაქალაქის 10 ოლქის 50 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა შერჩევითი პრინიციპის გამოკითხვის შედეგად, მოქალაქეთა 52.6%-მა გამოკითხვის დროს მიუთითეს, რომ ხმა მისცეს დავით ნარმანიას კანდიდატურას, ხოლო 29.7%-მა მიუთითა, რომ მხარდაჭერა საპარლამენტო ოპოზიციის – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის, ნიკა მელიას მიმართ გამოთქვა.

ორგანიზაციამ, მთლიანობაში, 1000 ამომრჩეველი გამოკითხა. მათ შორის, დასმულ კითხვაზე: „თბილისის მერობის რომელი კანდიდატის მიმართ გამოხატეთ მხარდაჭერა?“, თავი შეიკავა 17.7%–მა. ამასთან, „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ 200 საარჩევნო უბანზე განხორციელებული მონიტორინგის თანახმად, თბილისში, 19:00 საათის მონაცემით, არჩევნებზე აღნიშნულ უბნებზე ამომრჩეველთა 34.7% გამოცხადდა.

სხვა ახალი ამბები: