გამოკითხულთა უმრავლესობას თბილისის მერად დავით ნარმანიას ხილვა სურს

0

news_10610ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა თბილისის მერად დავით ნარმანიას ისურვებდა.

შეკითხვაზე “ვის ისურვებდით ყველაზე მეტად თბილისის მერად მათგან, ვინც არჩევნებში მონაწილეობს”, ნარმანიას სასარგებლოდ პირველი არჩევანს რესპონდენტთა 39% აკეთებს. გამოკითხულთა 20%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის, 13% ირჩევს – არც ერთს. 10% ხმას პირველ რიგში ნიკოლოზ მელიას მისცემდა, 9% – “ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიცია”, 4% პასუხზე უარს აცხადებს, 2% კი პირველ არჩევანად “ლეიბორისტულ პარტიას ასახელებს. სხვა პარტიების სასარგებლოდ გააკეთებდა არჩევანს გამოკითხულთა 3%.

მეორე არჩევანად დავით ნარმანიას 5% ასახელებს, ნიკოლოზ მელიას – 6%, “ქდმ/დემოკრატიული მოძრაობის კანდიდატს” – 5%, ასევე 5% – ლეიბორისტული პარტიის კანდიდატს. გამოკითხულთა 40% აცხადებს, რომ მეორე არჩევანი არ აქვს.

NDI-ს კვლევის საველე სამუშაოები 26 მარტიდან 18 აპრილის პერიოდში ჩატარდა და მის ფარგლებში 3 942 ადამიანი გამოიკითხა.

სხვა ახალი ამბები: