გამოკითხულთა 53% არჩევნებში ხმას გიორგი მარგველაშვილს მისცემდა

0

1095042_419193824868335_84649104_n“ქართული ოცნების” დაკვეთით ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 53% ხმას კოალიცია “ქართული ოცნების” კანდიდატ გიორგი მარგველაშვილს მისცემდა.

კითხვაზე, რომელ საპრეზიდენტო კანდიდატს მისცემს ხმას, 10% პასუხზე უარს აცხადებს, 9% “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატ დავით ბაქრაძეს ასახელებს, 7% – “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერ ნინო ბურჯანაძეს, 7% აცახდებს, რომ ხმას არც ერთ საპრეზიდენტო კანდიდატს არ მისცემს. გამოკითხულთა 4% შალვა ნათელაშვილს ასახელებს, 3% – სალომე ზურაბიშვილს, 2% – გიორგი თარგამაძეს, 1% – ნესტან კირთაძეს, კითხვაზე პასუხის გაცემა გამოკითხულთა 3%-ს უჭირს.

კვლევა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით საზოგადოების აზრის შესწავლის მიზნით 1-დან 8 აგვისტოს ჩათვლით საქართველოს 11 რეგიონში ჩატარდა.

შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე სულ 2028 რესპოდენტი გამოიკითხა. კვლევა საკვლევ საკონსულტაციო ცენტრმა “ფსიქოპრეოქტმა” ჩაატარა.

”ინტერპრესნიუსი”

სხვა ახალი ამბები: