გამოკითხულთა 58 პროცენტის მოსაზრებით ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება

0

NDI_jpegგამოკითხულთა 58 პროცენტი მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. 8 პროცენტით აზრით კი, ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევაში არის ნათქვამი, რომლის შედეგებიც მედიას ამავე ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ლუის ნავარომ დღეს თბილისში, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გააცნო.

კვლევა მიმდინარე წლის 13-27 მარტს ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით შემთხვევით შერჩეული 3103 ქართულენოვანი პირი პირისპირ ინტერვიუს სახით გამოიკითხა.

NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი.

სხვა ახალი ამბები: