გამოფენა ზუგდიდში: „ნუ წავშლით აფხაზეთში კულტურულ მემკვიდრეობას“

0

georgiaდღეს, 3 აგვისტოს საღამოს 17.00 საათზე დადიანების სასახლის (ნიკოსეული სასახლე) მიმდებარე ტერიტორიაზე ტარდება გამოფენა თემაზე: „ნუ წავშლით აფხაზეთში კულტურულ მემკვიდრეობას“. პროექტი ხორციელდება კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით. გამოფენაზე დასწრების უფლება ყველა მსურველს ექნება. გამოფენას დაესწრებიან როგორც რეგიონში მოღვაწე ადამიანები, ასევე სამეგრელოს სტუმრები.

“გთხოვთ მობრძანდეთ ჩემო მეგობრებო! გთხოვთ გაავრცელოთ ეს ინფორმაცია, რადგან ყველამ ერთად გავიხსენოთ ის ძველი ღირსეშანიშანაობები, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზე იმყოფება, ეს ხომ ჩვენი ისტორიაა, რომლის დავიწყებაც არ შეიძლება”-ასეთი სახის აპლიკაციებს ავრცელებენ ღონისძიების ორგანიზატორები სოციალურ ქსელ facebook-ში.

სხვა ახალი ამბები: