გამტაცებლები გოგა კვარაცხელიას გამოსასყიდად 500.000 დოლარს ითხოვენ

0

დოლარები ამდენი ხელში გჭერიათ?ზუგდიდის რაიონის სოფელ ჭკადუაშიდან გატაცებულ გოგა კვარაცხელიას ნათესავებს გამტაცებლები გალის რაიონიდან დაუკავშირდნენ და გამოსასყიდის სახით 500.000 დოლარი მოითხოვეს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს სარწმუნო წყარომ აცნობა. გამტაცებლები თანხის გადახდას მოკლე ხანებში ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში  გატაცებულის ლიკვიდაციით იმუქრებიან.

გატაცებული გოგა კვარაცხელიას მამა ელგუჯა კვარაცხელია გავრცელებულ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს. “არის ასეთი ინფორმაცია, რომ გამოსასყიდს ითხოვენო, თუმცა პირადად მე ჯერ არავინ დამკავშირებია და არავის არაფერი მოუთხოვია. ჯერჯერობით არც ის ვიცით თუ სად იმყოფება ჩემი შვილი. თავად გამტაცებლები, რომლებიც ჩემს ერთ ნათესავს დაუკავშირდნენ, ამბობენ რომ გოგა გალის რაიონში ჰყავთ, თუმცა ამის თქმაც არ შემიძლია დანამდვილებით,”-აცხადებს ელგუჯა კვარაცხელია.

შეგახსენებთ, რომ გოგა კვარაცხელია 22 მარტს საკუთარი სახლის ეზოდან გაიტაცეს. გატაცების ძირითად ვერსიად შურისძიება ან თანხის გამოძალვა სახელდება. გოგა კვარაცხელიას დის ქმარი ინგლისელი ბიზნესმენია. ოჯახის წევრები არ გამორიცხავენ, რომ სწორედ ამ მოტივით არის გატაცებული 14 წლის ახალგაზრდა.

სოფელ ჭკადუაშიდან გატაცებული გოგა კვარაცხელია გალის რაიონის სოფელ რეფის მკვიდრია, თუმცა ის ოჯახთან ერთად ჭკადუაშის ბანაკიშ შენობაში ცხოვრობდა.

 

სხვა ახალი ამბები: