გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში 19 ახალი ამბულატორია აშენდება

0

cmsგამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის სხდომაზე ამ სოფლებში ახალი ამბულატორიების მშენებლობის საკითხზე იმსჯელეს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, იმ 81 ახალი ამბულატორიიდან, რომლის აშენებაც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივით გადაწყდა, 19 ამბულატორია გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში აშენდება.

„ჯანმრთელობის დაცვა ამ ადამიანებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია,“ – განაცხადა კომისიის თანათავმჯდომარემ, საქრთველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით ნარმანიამ, – „კომისიამ დღეს მოისმინა, ასევე, ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ამ სოფლებში სამედიცინო პერსონალის გადამზადება იგეგმება.“

როგორც კომისიის სხდომაზე გახდა ცნობილი, სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრებთა სოციალურ მდგომარეობას სწავლობენ.

სხვა ახალი ამბები: