განათლების მინისტრმა ზუგდიდში ვიზიტი ღურწკაიას გიმნაზიიდან დაიწყო (VIDEO)

0

sanikidzeeeeდღეს, განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე და ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი ზუგდიდის ღურწკაიას სახელობის გიმნაზიას სტუმრობდნენ.

ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, არჩილ ფრანგიშვილმა გიმნაზიას ელექტრონული სასწავლო რესურსები გადასცა, რაც მოსწავლეებს ვირტუალური სწავლების შესაძლებლობას აძლევს.

ვირტუალური სწავლების საშულებები ქართული ენისა და მათემატიკის სრულ კურსს და ასევე, დაწყებითი კლასებისთვის მათემატიკის, ბუნების, მუსიკის, ფიზიკის სწავლების სრულ პაკეტს მოიცავს.

ახალი პროგრამა მოსწავლეებს საშუალებას მისცემს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლაბორატორიაში დისტანციურად, საკუთარი სკოლიდან იმუშაონ.  ამ პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა ზუგდიდის საჯარო სკოლების მოსწავლეებსაც შეეძლებათ.

ამასთან, უნივერსიტეტის ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორებმა გიმნაზიასა და ზუგდიდის საჯარო სკოლების პედაგოგებს ახალი პროგრამები წარუდგინეს და დისტანციური სწავლების საშუალებების პრეზენტაცია წარმოადგინეს.

სხვა ახალი ამბები: