განათლების მინისტრმა ზუგდიდელი პედაგოგებისა და სამოქალაქო სექტორის თხოვნა დააკმაყოფილა

0

tamar sanikidzeსაქართველოს განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის პედაგოგებისა და სამოქალაქო სექტორის თხოვნა დააკმაყოფილა. მინისტრის გადაწყვეტილებით მასწავლებლის სახლი ზუგდიდში ნაეკლესიარ ტერიტორიაზე აღარ აშენდება.

გაირკვა, რომ ზუგდიდის №1 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, იქ სადაც მასწავლებელთა  სახლის მშენებლობას ვგეგმავდით,  ადრე ეკლესია და სასაფლაო იყო. სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, მშენებლობისთვის ალტერნატიული ადგილი მოიძიოს,-აცხადებენ განათლების სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ განათლების მინისტრს თამარ სანიკიძეს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა და ასევე ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის პედაგოგებმა მიმართვის ტექსტი გაუგზავნეს, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ ტერიტორია სადაც მასწავლებლის სახლის აშენება იგეგმებოდა ადრე ეკლესია და სასაფლაო იყო.

ჯერჯერობით უცნობია თუ სად აშენდება ზუგდიდელი პედაგოგებისთვის შეპირებული მასწავლებლის სახლი.

სხვა ახალი ამბები: