განმუხურის ბანაკიდან გამქრალი 18 კოტეჯი: აუდიტის სამსახურმა დასკვნა დადო

0

kotejebi18 ერთეული კოტეჯი და ინფრასტრუქტურა, სულ 925 ათას ლარზე მეტი ღირებულების  სპორტის დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული ქონება განმუხურის ბანაკში მყოფ აუდიტორებს ადგილზე არ დახვდათ. აუდიტის დასკვნაში განმუხურის ბანაკი სწორედ ამ მიზნით მოხვდა.

აუდიტის სამსახურის 2011-2012 წლების შემოწმების ოქმში განმუხურის ბანაკის ეპიზოდი ყველაზე მნიშვნელოვანი დარღვევაა. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში აუდიტში გამოქვეყნებულ დასკვნების ადრესატად ყოფილ ხელმძღვანელობას მიიჩნევენ. მნიშვნელოვანი და საგულისხმო კი ის არის, რომ აუდიტის დასკვნა 2013 წელსაც მოიცავს. დარღვევები ძირითადად დებიტორებისა და კრედიტორების ინვენტარიზაციასა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროდან მივლინებების პერიოდში განხორციელებულ საკომუნიკაციო ხარჯებს შეეხება.

ცნობისათვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს აუდიტის დასკვნის გასაჩივრებისთვის 20-დღიანი ვადა აქვს.