განსახლების მინისტრი არასამთავრობოებსა და დევნილებს შეხვდა (VIDEO)

0

007დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილემ მამუკა ცოტნიაშვილმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა დევნილთა პრობლემებზე ზუგდიდში, დემოკრატიული განვითარების ცენტრში ისაუბრეს. დღევანდელ შეხვედრას ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც მინისტრის მოადგილეს მათთვის საინტერესო კითხვები დაუსვეს და პრობლემების მოგვარების გზებზე ღიად ისაუბრეს.

„დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო დევნილთა საზოგადოების ინფორმირებულობა თუ რა გაკეთდა ამ ხნის განმავლობაში და რა შეიძლება გაკეთეს მომავალში მათი საყოფაცხოვრებო პირობების უზრუნველსაყოფად. ძალიან მნიშვნელოვანია ის თუ როგორ მიმდინარეობს რეგისტრაციის პროცესი ასევე, გალში მცხოვრები დევნილების გადაადგილების პრობლემა, განათლებისა და ჯანდაცვის უფლებების დაცვა“,-აცხადებს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი ნონა უბილავა.

„მთავარი ის არის რომ აქ ინფორმაციის არეალიც ძალიან შევიწროვებულია.  დევნილებმა არ იციან რა როდის და როგორ უნდა განხორციელდეს და ინფორმაციის მიწოდების  მიზნითაც ამაში არასმათავრობოებიც უნდა ჩაერთონ. მსგავსი შეხვედრები სწორედ ამას ემსახურება. აქ იყო საუბარი ქალბატონს  სახურავის პრობლემა აქვს, რომელიც შესაძლებელია უახლოეს პერიოდში გადაწყდეს.  მაგრამ მთავარი მაინც არის დევნილების არამხოლოდ განსახლება, არამედ დასაქმებაც“, – დასძინა მინისტრის მოადგილემ, მამუკა ცოტნიაშვილმა.

ვიდეო

სხვა ახალი ამბები: