გარდაცვლილი არასრულწლოვანის ოჯახი დამოუკიდებელ გამოძიებას იწყებს

0

dzvelaiaქუთაისის ნომერ მეორე დაწესებულებაში გარდაცვლილი არასრულწლოვანის ოჯახი სასჯელააღსრულების სამინისტროს არ ენდობა, მომხდარში ციხის ადმინისტრაციას ადანაშაულებს და დამოუკიდებელ გამოძიებას იწყებს.

როგორც გარდაცვლილის მამა დავით ძველაია “რუსთავი 2”-თან საუბრისას აცხადებს, პატიმარს პრობლემები ჰქონდა ე. წ ციხის მაყურებელთან. მან ციხეში შესვლამდეც და შემდეგაც სიტყვიერად და განცხადებითაც გააფრთხილა ადმინისტრაცია და უსაფრთხოების უზრუნველყოფა მოითხოვა.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მეორე საპყრობილეში არასრულწლოვანი პატიმარი დღეს დილით გარდაიცვალა. ქურდობის ბრალდებით დაკავებული 16 წლის სენაკელი ახალგაზრდა საპატიმროში 24 საათის შეყვანილი იყო. მან სავარაუდოდ, თავი ჩამოიხრჩო. გარდაცვლილი პროზექტურაშია გადასვენებული. ახალგაზრდა სასჯელს მეორედ იხდიდა. იგი რამდენიმე დღეში გირაოს სანაცვლოდ უნდა გათავისუფლებულიყო.

სხვა ახალი ამბები: