გარემოვაჭრეთა გამაფრთხილებელი აქცია ზუგდიდში

0

garemovaWreebiაუდიო ინფორმაცია![ca_audio url=”http://smo.ge/wp-content/uploads/garemovachreebi.mp3″ width=”400″ height=”27″ css_class=”codeart-google-mp3-player” autoplay=”false”]

ზუგდიდში გარემოვაჭრეები ადგილობრივი ხელისუფლებისგან გარევაჭრობის ნებართავს ითხოვენ და ზედამხედველობის სამსახურს ზეწოლაში ადანაშაულებენ. ამასთან დაკავშირებით მათ დღეს ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გამაფრთხილებელი აქცია გამართეს.

გარემოვაჭრეთა განცხადებით, მათ შემოსავლის სხვა წყარო არ გააჩნიათ და ხელისუფლებამ უნდა მისცეს ნებართვა, განაგრძონ მუშაობა. აკრძალვის გაგრძელების შემთხვევაში გარემოვაჭრეები ფართომასშტაბიანი აქციების გამართვას არ გამორიცხავენ.

როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა მაია ღურწკაიამ smo.ge-ს განუცხადა, ქვეყნის ტერიტორიაზე გარევაჭრობა კანონით დასჯადი ქმედებაა. ბაზრის შიდა ტერიტორიაზე გამოყოფილია კეთილმოწყობილი ადგილები, სადაც ნებისმიერ მათგანს შეუძლია იმუშაოს.მისივე განცხადებით ზუგდიდში ამ წუთებშიც მიმდინარეობს სავაჭრო ადგილების კეთლმოწყობა და შეუძლიათ ახალი ადგილები უკვე დაიკავონ.

სხვა ახალი ამბები: