გარემოს დაცვის მინისტრი და სამეგრელოს გუბერნატორი მონადირეებს შეხვდნენ

0

11001611_442161925950782_391988904984874564_oსაქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახლემწიფო რწმუნებულთან ლევან შონიასთან ერთად რეგიონის მონადირეებსა და მეთევზეებს ზუგდიდში შეხვდა.

ელგუჯა ხოკრიშვილმა მონადირეებს ახალი ინიციატივა გააცნო. სამეგრელოს რეგიონში გარემოს დაცვის სამინისტრო სანადირო მეურნეობას შექმნის, რომელიც ინფრასტრუქტურით მოეწყობა. შემდეგ კი ტერიტორია მართვის უფლებით მონადირეთა ასოციაციას გადაეცემა.

10916388_442162045950770_8717638758171033299_o10857341_442162039284104_1618445579844359362_o1655482_442161919284116_5934134963029732593_oროგორც დღევანდელ შეხვედრაზე მინისტრმა განმარტა, მონადირეების მიერ ტერიტორიის შერჩევის შემდეგ მას სპეციალისტებისა და ექსპერტების ჯგუფი შეისწავლის. ელგუჯა ხოკრიშვილის ცნობით, სპეციალურად სანადიროდ მოწყობლ ტერიტორიაზე შესვლა დადგენილი წესებით და კონტროლის დაცვით მოხდება, რაც უკანონო ნადირობის და გარემოსთვის ზიანის მიყენების ფაქტებს შეამცირებს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ მეთევზეებსა და მონადირებს დახმარება აღუთქვა და განაცხადა, რომ სანადირო მეურნეობის შექმნაში თითოეული მონადირე აქტიურად იქნება ჩართული. ლევან შონიასვე განმარტებით, მონადირეებისა და მეთევზეების პრობლემებით წლების განმავლობაში არავინ ინტერესდებოდა. გუბერნატორი მიიჩნევს, რომ სანადირო მეურნეობისა და ინფრასტრუქტურის მოწყობა სანადირო ტურიზმის განვითარებას ხელს შეუწყობს.

სხვა ახალი ამბები: