გატაცებული ცირა ცაცუა 8.000 დოლარის სანაცვლოდ გაათავისუფლეს

0

1238234_10151605040527120_448962651_nგალის რაიონის სოფელ ქვემო ბარღებიდან ორი დღის წინ გატაცებული ცირა ცაცუა გათავისუფლებულია. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს საკუთარმა წყარომ გალის რაიონიდან რამდენიმე წუთის წინ აცნობა.

წყაროს ინფორმაციით ცირა ცაცუას გათავისუფლებაში ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა 8.000 ამერიკული დოლარი გადაიხადეს.

”დღის მეორე ნახევარში ოჯახს დაუკავშირდნენ გამტაცებლები და ცირას გასანთავისუფლებლად 15.000 დოლარი მოითხოვეს, თუმცა მერე როცა უკვე ფული შეგროვდა და 8.000-ზე მეტი არ გვქონდა, ამაზეც დათანხმდნენ. ცირა საათზე მეტია უკვე გათავისუფლებულია და საკუთარ სახლშია ქვემო ბარღებში. ის ჯამრთელი და უვნები დაბრუნდა საბედნიეროდ და სხვას არ ვჩივით”-განაცხადა smo.ge-სთან სატელეფონო საუბარში ცაცუას ნათესავმა.

სხვა ახალი ამბები: