გაქცეული პატიმარი სამეგრელოს პოლიციამ სოფელ რუხში დააკავა

0

zugdidi-samxareoქუთაისის ინფექციური საავადმყოფოდან გაქცეული პატიმარი რუსლან სოსელია სამართალდამცავებმა რამდენინე წუთის წინ ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში დააკავეს. გაქცეული პატიმარი, რომელიც წარმოშობით გალის რაიონის მკვიდრია, ცდილობდა გალის ტერიტორიაზე მოხვედრას. ამჟამად დაკავებული სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციაში იმყოფება.

“ქუთაისის ერთ-ერთი სამკურნალო დაწესებულებიდან გაქცეული პატიმარი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში დააკავეს ოპერატიული ღონისძიების შედეგად. ამ დროისთის ის სამეგრელოს სამხარეო პოლიციის შენობაში იმყოფება. გარკვეული პროცედურების შემდეგ სულ რამოდენიმე ხანში მოხდება ბადრაგის მიერ მისი გადაყვანა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში,”-აცხადებს შსს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელინინო გიორგობიანი.

მსჯავრდებული, რომელიც სასჯელს 2009  წლიდან იხდის, ქრონიკული ავადმყოფია, რის გამოც პერიოდულად გადაჰყავდათ ინფექციურ საავადმყოფოში, სადაც მას  შესაბამისი მკურნალობის კურსი უტარდებოდა. 21 სექტემბერს, რუსლან სოსელიამ გამთენიისას  მოახერხა საავადმყოფოს ტერიტორიიდან გაქცევა. წინასწარი ინფორმაციით, მსჯავრდებული საავადმყოფოს მეორე სართულის ფანჯრიდან გადახტა და მიიმალა.

გალის რაიონის მკვიდრი გეგუთის კოლონიაში ყაჩაღობაზე იხდიდა სასჯელს.

სხვა ახალი ამბები: