“გაცვალე მაკულატურა ლიტერატურაზე!”- ზუგდიდის გამგეობის ახალი ინიციატივა

0

11194508_667011763432014_2969705357758848799_oზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკას, დღეს მაკულატურის მორიგი მარაგი მუნიციპალიტეტის გამგეობამ გადასცა. დაგროვილი მაკულატურა მუნიციპალიტეტის გამგეობის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის თანამშრომლებმა ბიბლიოთეკას პირადად მიუტანეს.

აქცია ყოველი კვირის ბოლოს იმართება და ის ხელს უწყობს ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის გამდიდრებას. საჯარო სამსახური, რომელიც ნარჩენი ქაღალდის დიდ რაოდენობას გამოიმუშავებს, ნაგვის ყუთებში ჩაყრის ნაცვლად, ახალი პროდუქციის წარმოებისთვის შეიძლება მეორადად გადამუშავდეს. ამ მიზნით, ზუგდიდის გამგეობა საკუთარი ინიციატივით  ჩართულია გაზეთ აქციაში “გაცვალე მაკულატურა ლიტერატურაზე!”

სხვა ახალი ამბები: