“გაჭირვებული მოქალაქეები”- ჩართვა ზუგდიდიდან “ნაცმოძრაობის” აქტივისტებთან და მევახშეებთან ერთად

0

11243470_641117529323226_2176910961247523664_nსოციალურ ქსელ facebook-ში გამოხმაურება მოყვა სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი-2”-ის მიერ გადაცემა “არჩევანში” შეწუხებული ხალხის სახელით “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტების ჩართვას. facebook-ის მომხმარებლები სამაუწყებლო კომპანიას და კონკრეტულ გადაცემას წინასწარ დადგმული სცენარის პირდაპირ ეთერში გადმოტანისთვის აკრიტიკებენ.

22729_883351205059587_6691351406770501533_n 11198866_883549175039790_2001059140_nუფრო მეტი დამაჯერებლობისთვის ფოტო სქტინები დაიდო, სადაც მითითებულია თითოეული ადამიანის ვინაობა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საორგანიზაციო საკითხებს “მწვავე ეთერისთვის” სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი2”-ის სამეგრელოს ბიუროს კორესპონდენტი ემა გოგოხია ხელმძღვანელობდა. smo.ge-ს წყაროს ცნობით, სწორედ ემა გოგოხიამ ღამის ეთერის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ანაკლიიდან და ზუგდიდის სხვადასხვა უბნებიდან მოახდინა “ნაციონალებისა” და ანი ნადარეიშვილის ორგანიზაციის წევრთა თავმოყრა ზუგდიდის მთავარ მოედანზე.

“აქ არ იყო ზუგდიდის მოსახლეობა წარმოდგენილი. ეს იყო “ნაცმოძრაობის” აქტივისტები და ნადარეიშვილის ორგანიზაციის ზუგდიდის ოფისის თანამშრომლები. ამიტომაც, მიაწოდეთ სწორი ინფორმაცია ხალხს, რომ მათ მოისმინეს მხოლოდ “ნაციონალების” კომენტარები პირდაპირ ეთერში”

“კლარა ჭანტურია უცნობია რომელიმე ზუგდიდელისთვის? ქალი რომელიც პირადი ამბიციების გამო ვერ დაეტია ქვეყანაზე. ჯერ სკოლის დირექტორობა უნდოდა ისევ, მერე კი რესურსცენტრის უფროსობა. რა გაჭირვებული ეს არის, როცა ზუგდიდში ცნობილი და ყველაზე სასტიკი მევახშეა? “-წერენ სოციალურ ქსელში ზუგდიდელები.

 

სხვა ახალი ამბები: