გახდება თუ არა ამერიკიდან დაბრუნებული ირაკლი ალასანია საპრეზიდენტო კანდიდატი?

0
alasaniaირაკლი ალასანიამ შესაძლოა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა დამოუკიდებელ კანდიდატად მიიღოს. ამის შესახებ პოლიტიკურ კულუარებში მისი შეერთებულ შტატებში ვიზიტის შემდეგ საუბრობენ. ალასანიას- როგორც საპრეზიდენტო კანდიდატის შეფასება ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ ”პირველი რადიოს” ეთერში გააკეთა.
„რთული სათქმელია თუმცა რამდენიმე მინიშნება თუ ფაქტი ამის სასარგებლოდ შეიძლება მეტყველებდეს, განსაკუთრებით მისი ბოლო ვიზიტის დროს გაკეთებული განცხადებები, სადაც ის საუბრობს იგივე საქართველოს ყოფილი პირველი პირების წვლილზე . ”შევარდნაძის და სააკშვილის განსაკუთრებულ წვლილზე ქვეყნის მოდერნიზაციაში“ – აცხადებს ექპერტი. ხათუნა ლაგაზიძე ასევე ყურადღებას ალასანიას ბოლო დროინდელ თვითკრიტიკაზეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ის რაზეც თავდაცვის მინისტრმა ვიზიტისას ისაუბრა „დასავლური და ამერიკული ყურისთვის მოსასმენი ვერსია იყო“, თუმცა ლაგაზიძე არ გამორიცხავს, რომ ალასანიას დონის პოლიტიკოსმა გათვალა, რომ ეს მესიჯები ცნობილი ქართული საზოგადოებისთვისაც გახდებოდა. „ ალასანია საუბრობს ახალი ხელისუფლების მიერ დაშვებლ შეცდომებზე, კერძოდ ძველი ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიმართ განხორციელებულ სისხლის სამართლებრივ დევნაზე. საქართველოს ძალიან მაღალი რანგის პირის მიერ განხორციელებული ასეთი თვიტკრიტიკა არის ამერიკული და დასავლური ყურსთვის მოსასმენი ვერსია, მაგრამ ალასანიას დონის პოლიტიკოსმა რა თქმა უნდა იცის, რომ ეს არ დარჩება მხოლოდ ამერიკულ მედიაში და ეს მოვიდოდა ქართულ საზოგადოებამდეც. აქედან გამომდინარე მას შედეგები გათვლილი აქვს, ყოველ შემთხვევაში როგორც მოგახსენეთ ეს არის პირველი თვითკრიტიკა ახალი ხელისუფლებისთვის ყველაზე მტკივნეულ თემაზე ამავე ხელისუფლების წარმომადგენლის მხრიდან.
დღევანდელი პოლიტიკური ველიდან და კანდიდატთა ჩამონათვალიდან, ალასაია კანდიდატობის წამოყენება აძლევს სერიოზულ შანსს გამარჯვების, ასე რომ თეორიულად შეიძლება ითქვას რომ შეიძლება ალასანიამ ეს ნაბიჯი გადადგას , მაგრამ მეორეა რამდენად აქვს მას ამის სურვილი და რამდენად აქვს სურვილი გაემიჯნოს ხელისუფლება. რაც მთავარია ამერიკაში ალასანიას ვიზიტმა დაადასტურა ისიც რომ დასავლეთი მისი ძალიან მნიშვნელოვანი რესურსია. მისი პოლიტიკური კარიერის გზაზე იქნება ეს დღეს თუ ხვალ თუმცა ყოველ შემთხვევაში მე არ გამოვრიცხავს რომ თუ კი ალასანიმ წამოაყენა კანდიდატურა დასავლეთი იქნება მისი ერთერთი უმთავრესი რესურსი ამ გზაზე და ამის თქმის საფუზველს მაძლევს ის შეხვედრები რომელიც გაუმართეს ამერიკაში. თავად ამერიკული მედიის შეფასებაც რომ ბოლო 5 წლის მანძილზე ეს იყო უპრეცენდენტოთ მაღალი რანგის დახვედრა და შეხვედრები, რომელიც ამერიკულმა პოლიტიკურმა და სამხედრო ელიტამ მოუწყო საქართველოს თავდაცვის მინისტრს. ესეთი რამ შემთხვევით არ ხდება მოგეხსენებათ , თუ შეიძლება ასე ითქვას ეს არის ის ირიბი მუშაობა ამერიკის სამხედრო ელიტის მხრიდან ალასანიას იმიჯზე და მის პოლიტიკურ პოზიციებზე“ – განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

სხვა ახალი ამბები: