გახდება თუ არა ზუგდიდის თეატრის ახალი დირექტორი მაკა კოდუა?

0

10967849_432769396873697_1184238472_nზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეაატრის დირექტორის თანამდებობაზე რამდენიმე კანდიდატურა უკვე განიხილება. საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს წყაროს ცნობით ყველაზე რეალური კანდიდატი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კულტურის განყოფილების მთავარი სპეციალისტი მაკა კოდუაა. თაბად კოდუა კი გავრცელებულ ინფორმაციას ვერ ადასტურებს. smo.ge-სთან სატელეფონო საუბრისას მაკა კოდუამ განაცხადა, რომ მას ჯერჯერობით შეთავაზება არ მიუღია.

“ჯერჯერობით ვერაფერს დაგიდასტურებთ, რადგან ამ საკითხთან დაკავშირებით არც შემოთავაზება მქონია და არც კონსულტაციები. თუმცა მინდა გითხრათ, რომ მე მზად ვარ ჩემს ქვეყანას ვემსახურო იქ, სადაც მე დავჭირდები”-აცხადებს მაკა კოდუა.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრის დირექტორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდება, რაც მაია კალანდია საბოლოოდ დატოვებს აღნიშნულ თანამდებობას. მან ამის შესახებ სოციალურ ქსელ facebook-ში დაწერა.