გახდება თუ არა ღარიბაშვილი პრემიერი, ხოლო კახა კალაძე შს მინისტრი?

0

PicMonkey Collageხვალ საქართველოს ახალი პრემიერის ვინაობა გახდება ცნობილი. ხვალვე, დღის მეორე ნახევარში “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭო, საპარლამენტო უმრავლესობასთან კონსულტაციების შემდეგ პრემიერობის მომავალ კანდიდატს დაასახელებს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს სანდო წყარომ აცნობა.

“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭო და უმრავლესობა მომავალი პრემიერის კანდიდატურაზე სავარაუდოდ მოქმედ შინაგან საქმეთა მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს დაუჭერს მხარს. ღარიბაშვილთან ერთად მომავალ პრემიერად ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო სახელდებოდა, თუმცა თავად სერგეენკო მასთან მომავალ პრემიერობაზე რამენაირ კონსულტაციებს გამორიცხავს. დავით სერგეენკო აცხადებს, რომ ის “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრი არ არის და კოალიციაში ბევრი ღირსეული კანდიდატია, რომელმაც შეიძლება მომავალი პრემიერის სავარძელი დაიკავოს.

ვრცელდება ასევე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თუკი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერი გახდება, მას შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე სავარაუდოდ კახა კალაძე ჩაანაცვლებს.

სხვა ახალი ამბები: