“გახდი მოქალაქე ჟურნალისტი”- smo.ge ახალ პროექტს იწყებს

5

1888743_806025656109755_9191686189570945634_nsmo.ge იწყებს ახალ პროექტს “მოქალაქე ჟურნალისტი”. ნებისმიერ მოქალაქეს აქვს საშუალება ატვირთოს მის მიერ გადაღებული ვიდეო ან ფოტო და მოგვიყვეს იმ ისტორიის შესახებ, რომელიც ვიდეო ან ფოტომასალაზეა ასახული. smo.ge-ს ვებ გვერდზე ვიდეო ფაილების ატვირთვას სამეგრელოს რეგიონში მცხოვრები ყველა მოქალაქე შეძლებს.

მაშ ასე, გადაიღე ვიდეო ან ფოტო და ატვირთე smo.ge-ს ვებ გვერდზე. მოგვიყევი შენი, შენი მეგობრების, თანასოფლელებისა და თანაქალაქელების ისტორია. ჩვენი ვებ გვერდი მოგცემთ საშუალებას გახდეთ მოქალაქე ჟურნალისტი! smo.ge ელის თქვენს მასალებს!