“გახურებული” საკურორტო სეზონი და სეზონური ფასები ანაკლიაში (ფოტო)

0

anaklia8ანაკლიაში საკურორტო სეზონი აქტიურ ფაზაში შევიდა. საკურორტო ზონას ათასობით დამსვენებელი სტუმრობს, როგორც საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან, ასევე ტურისტები მეზობელი ქვეყნებიდან. ადგილობრივი მოსახლეობა წინა წლებთან შედარებით წლევანდელ საკურორტო სეზონს მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რადგანაც მათი მათი სოციალური მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. როგორც ანაკლიის მკვიდრმა მაია ჩარგაზიამ საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს განუცხადა, წლების წინ ჩავარდნილმა საოჯახო ბიზნესმა ისევ ფეხი აიდგა. anaklia1anaklia2anaklia3“ანაკლიაში უკვე ჩამოსულია ტურისტები, როგორც საზღვარგარეთის ქვეყნებიდან ასევე საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან. საოჯახო ბიზნესმაც რათქმაუნდა ისევ ფეხი აიდგა, რომელიც ამ დრომდე დამყაყებული იყო. მაგალითად მე ეზოში მაქვს პატარა კაფე და ამასთანავე ვაქირავებ ოთახებსაც. ამჟამად ერთ ოთახს ვაქირავებ 100-120 დოლარად. ადრე ასე ძვირად არ ვაქირავებდით, მაგრამ ახლა სულ სხვა სიტუაციაა. აქ როგორც იცით ტარდება წელს მუსიკალური ფესტივალი და ტურისტების რაოდენობაც გაცილებით მეტია. სასტუმროებში ყველა ნომერი დაჯავშნულია”-ამბობს მაია ჩარგაზია. anaklia4anaklia5anaklia6თუ მაია ჩარგაზიას საოჯახო სასტუმროში ერთი ოთახის ფასი 100-120 დოლარია, ანაკლიის გარეუბნებში არის ისეთი საოჯახო სასტუმროებიც, რომლებიც გაცილებით იაფი ჯდება. მაგალითად, ანაკლიის ცენტრამდე ასი მეტრის დაშორებით მცხოვრები ტოლიკ სოქტ-ოღლი საკუთარ სახლში ოთახებს 50-დან 80 ლარამდე აქირავებს. anaklia7anaklia8anaklia10“ჩვეულებრივი ოთახია, ახალ გარემონტებული, თავისი სველი წერტილებით და საჭირო ავეჯით. მართალია დამსვენებელს ისეთივე კომფორტს ვერ ვთავაზობთ, როგორსაც ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები, თუმცა ვცდილობთ ცუდი სიტუაცია ჩვენს არ შევუქმნათ”-აცხადებს ტოლიკ სოქტ-ოღლი. ანაკლიაში სახლის გაქირავებასთან ერთად ადგილობრივები მსურველებს მიწის ნაკვეთების ყიდვასაც სთავაზობენ. ზოგიერთი ეზო, რომელიც ანაკლიის ცენტრალურ უბნებში იყიდება კეთილმოწყობილი და კაპიტალური სახლებითაც არის წარმოდგენილი. უმეტესად კი მყიდველები საკარმიდამო ნაკვეთებზეა. “ძირითადად საკარმიდამო ნაკვეთების ყიდვის სურვილს გამოთქვამენ უცხოელები, თუმცა არიან ადგილობრივებიც, ზუგდიდიდან, სენაკიდან, ქუთაისიდან და ასე შემდეგ. ზოგიერთს უნდა სააგარაკოდ, ზოგსაც ბიზნესისთვის”-აცხადებენ ადგილობრივები. მიწის ნაკვეთები ანაკლიაში კვადრატული მეტრობით იყიდება. ფასები სხვადასხვანაირია. ანაკლიის ცენტრში ერთი კვადრატული მიწის ნაკვეთის ფასი 80-100 დოლარია, გარეუბნებში კი ერთი კვარდატული მიწის ნაკვეთის ყიდვა 20-50 დოლარადაც შესაძლებელია.

სხვა ახალი ამბები: