გეგა ფალავანდიშვილმა “რუსთავი2” დატოვა

0

1332254792_gega“რუსთავი 2”-ის პროგრამებისა და მარკეტინგის მენეჯერნმა გეგა ფალავანდიშვილმა აღნიშნული ტელეკომპანია დატოვა. ამის შესახებ ფალავანდიშვილის პირადი facebook გვერდიდან გახდა ცნობილი.

ჩემი ბოლო ხელფასიც ჩაირიცხა “რუსთავი 2”-ში და მინდა მადლობა გადადიხადოთ ყველას, ვინც ხართ ან იყავით “რუსთავი 2”-ში ჩემი აქ ყოფნის 7 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში. ყველა კომპანიის წარმომადგენელს და ცალკეულ ადამიანს, ვინც გვერდში გვედგა მადლობა მხარდაჭერისთვისა და მოტივაციისთვის. თქვენი, ყველას დამსახურებაა “რუსთავი 2″-ის უპირობო ლიდერობა. გისურვებთ წარმატებას და პირველობის შენარჩუნებას… და განსაკუთრებული მადლობა იმ რამდენიმე ადამიანს, ვინც პირადად შეიტანა თავისი განუმეორებელი წვლილი ჩემს წამოსვლაში. Gega Palavandishvili Ex – Head of Marketing, Programming & Programme Acquisitions epartments”, – წერს გეგა ფალავანდიშვილი facebook-ის საკუთარ გვერდზე.