გელა ხვედელიძის საზღვარგარეთ ვიზიტზე “საერთაშორისო გამჭვირვალობა” განცხადებას ავრცელებს

0

xvedelidzeხმები იმის შესახებ რომ შინაგან საქმეთა მინიტრის ყოფილი მოადგილე სასამართლო სხდომის შემდეგ უცხეთსი იმყოფებოდა დადასტურდა – განცხადება ამის შესახებ მთავრმა პოკურორმა გააკეთა, თუმცა მანამდე ხელისუფლების წარმომადგენელბი ამ ინფორმციას უარჰოფდნენ. ხვედელიძის უცხოეთში ყოფნასთან დაკავშირებით “საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო” განცხადებას ავრცელებს.

“საქართველოს მთავარმა პროკურორმა, არჩილ კბილაშვილმა ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე, გელა ხვედელიძე საზღვარგარეთ იმყოფებოდა. 2013 წლის 15 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ გელა ხვედელიძეს აღმკვეთის ღონისძიების სახით 5 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. მას ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული – პირადი ან ოჯახური საიდუმლოს ხელყოფა ედება.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, გირაო წარმოადგენს აღმკვეთი ღონისძიების სახეს, რომელიც გამოიყენება იმ მიზნით, რომ ბრალდებულმა თავი არ აარიდოს სასამართლოში გამოცხადებას, აღიკვეთოს მისი შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობა ან უზრუნველყოფილ იქნეს განაჩენის აღსრულება. როგორც წესი, იმ პირებს, რომელთაც გირაო შეეფარდათ, ასევე ეზღუდებათ ქვეყნის ტერიტორიის დატოვება.

გელა ხვედელიძის მიერ ქვეყნის ტერიტორიის დატოვება ვერ ჩაითვლება გირაოს პირობების დარღვევად, თუ არსებობდა კომპეტენტური ორგანოების ნებართვა, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით ჩნდება გარკვეული ეჭვები.

პროკურატურის წარმოამდგენლებმა გელა ხვედელიძის წინააღმდეგ აღმკვეთი ღონისძიების გამოყენება მოითხოვეს. აღნიშნული იმაზე მიუთითებს, რომ არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებული მიიმალებოდა ან არ გამოცხადდებოდა სასამართლოში, გაანადგურებდა საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ან ჩაიდენდა ახალ დანაშაულს. გაუგებარია, თუ რატომ დართო ნება პროკურატურამ გელა ხვედელიძეს დროებით დაეტოვებინა ქვეყანა მაშინ, როდესაც თავად მოითხოვა აღმკვეთი ღონისძიების გამოყენება. ამგვარი შემთხვევები სხვა მაღალი საჯარო ინტერესის მქონე საქმეებში არასდროს დაფიქსირებულა.

მოვუწოდებთ ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებს იყვნენ თანმიმდევრულები საკუთარ საქმიანობაში; ნუ მიიღებენ იმგვარ გადაწყვეტილებებს, რომლებიც წარმოქმნის საფუძვლიან ეჭვებს იმის შესახებ, რომ ადგილი აქვს ზოგიერთი ბრალდებული პირისთვის კანონის შერჩევით გამოყენებას”-ნათქვამია განცხადებაში.

სხვა ახალი ამბები: