გეჟა კოშა: “უახლოეს მომავალში აფხაზეთი დიდი ევროპის ნაწილი გახდება”

0

bot bagiაფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მთავარი საინფორმაციო სააგენტო “აფსნიპრესის” ცნობით, აფხაზეთის მთავარ ქალაქ სოხუმში უნგრეთის მეცნიერებათა აკადემიის ეკოლოგიური კვლევითი ცენტრისა და ეროვნული ბოტანიკური ბაღის წარმომადგენლები იმყოფებიან. ამავე სააგენტოს ცნობით სტუმრები დღეს აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს ვიაჩისლავ ჩირიკბას შეხვდნენ.

“მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ მეცნიერება პირდაპირ არ არის დაკავშირებული პოლიტიკასთან, ჩვენთვის ძალიან კარგად არის ცნობილი იმ მოვლენების შესახებ, რასაც აქ ჰქონდა ადგილი. ჩვენ გვესმის, რომ ახლა აფხაზეთი იზოლაციაში იმყოფება და მზად ვართ, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც ჩვენზეა დამოკიდებული, რათა აფხაზეთის მოქალაქეებს ევროპაში კარი გავუხსნათ. ჩვენ გვსურს, რომ ჩვენმა ხალხებმა უფრო მეტი იცოდნენ ერთმანეთის შესახებ, ითანამშრომლონ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროებში. დღეს ჩვენ საფუძველს ვუყრით ურთიერთ თანამშრომლობას არაოფიციალური კავშირების მეშვეობით, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს არამარტო მეცნიერებისთვის, არამედ პოლიტიკისთვისაც, ვინაიდან, დროთა განმავლობაში, ამან შეიძლება, მიგვიყვანოს უნგრეთსა და აფხაზეთს შორის ოფიციალური კონტაქტების დამყარებამდე. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში აფხაზეთი დიდი ევროპის ნაწილი გახდება”-განაცხადა სააგენტოსთვის მიცემულ ინტერვიუში უნგრეთის ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორმა გეჟა კოშამ.

სხვა ახალი ამბები: