გერმანიის ელჩი სამეგრელოს გუბერნატორს, ლევან შონიას შეხვდა

0

guberniaaaaaaგერმანიის ელჩი საქართველოში ორთვინ ჰენიგი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ ლევან შონიას შეხვდა. შეხვედრაზე ძირითადად საუბარი იყო: სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ეკონომიკურ პოტენციალზე, მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და ასევე, გერმანიასა და რეგიონს შორის ურთიერთთანამშრომლობის შესაძლო გაღრმავებაზე.

შეხვედრის ძირითადი ნაწილი დახურულ კარს მიღმა გაიმართა. მხარეებს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.