გვაზავას და ყოლბაიას ზუგდიდში იწვევენ: რას ითხოვს დევნილთა საკოორდინაციო საბჭო?

0

gvazava da yolbaiaდევნილთა საკოორდინაციო შტაბი ზუგდიდში არასამთავრობო ორგანიზავიებთან ერთად შეხვედრას მართავს. დევნილები შეხვედრაზე აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს და აფზაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარეობის მოვალეობის შემსრულებელს იწვევენ. სააკოორდინაციო საბჭო აღნიშნულთან დაკავშირებით სოციალური ქსელის საშუალებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“მივმართავთ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ბატონ გია გვაზავას და მთავრობის თავმჯდომარეობის მოვალეობის შემსრულებელს ბატონ ვახტანგ ყოლბაიას.

ბატონებო , გვინდა დავაფიქსიროთ საკუთარი პოზიცია და მოგმართოთ თხოვნით ჩამობრძანდეთ ზუგდიდში და გამართოთ შეხვედრა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან. ჩვენთვის გახდა ცნობილი ის ფაქტი , რომ რეგიონში იგეგმება საკადრო ცვლილებები. ჩვენ არ გვეპარება ეჭვი თქვენს ობიექტურობაში, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს , რომ თქვენს მიერ გატარებული პოლიტიკა იყო უშეცდომო და არ გქონდათ ჩავარდნები. ამის მიზეზი კი გარკვეულწილად გახლდათ ის ფაქტიც, რომ ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო მთავრობა გაემიჯნა არასამთავრობო სექტორს და შესაბამისად დევნილს.

ცალკე თემაა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ დევნილი მოსახლეობის პრობლემების სრული იგნორირება. გამომდინარე შექმნილი სიტუაციიდან გთხოვთ 27 ნოემბერს, დღის 3 საათზე მობრძანდეთ ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჩვენს მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე. დარწმუნებული ვართ დიალოგი იქნება პროდუქტიული და შედეგზე ორიენტირებული აფხაზეთის მკვიდრთათვის”-ნათქვამია სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.