გია მებონიას ოჯახის წევრებს იმედი აქვთ, რომ მუჟავას “ტერაქტის” დეტალებიც მალე გაიხსნება

0

177084_472729536083258_353351021_oდღეს ხუთი წელი შესრულდა წალენჯიხის რაიონის სოფელ მუჟავაში მომხდარი ტერორისტული აქტიდან. მუჟავაში მომხდარ აფეთქებას ორი ადამიანი ემსხვერპლა და რამდენიმე ადამიანი დაშავდა. დაღუპულთა შორის იყო წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი მებონია.

გიორგი მებონიას საფლავთან დღეს თავი მოიყარეს მისმა ოჯახის წევრებმა, ახლობლებმა და მეგობრებმა, რომლებმაც კიდევ ერთხელ გაიხსენეს გიორგი. ოჯახის წევრები საქმის გამოძიებას ითხოვენ. მებონიას ოჯახს ხუთი წლის შემდეგაც სხვა ვერსია აქვს. ისინი ფიქრობენ რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი მიხეილ სააკაშვილის პიარ კამპანიას შეეწირა. მსწგავსი განცხადება დღეს გიორგი მებონიას ძმამ, ჯუანშერ მებონიამ გააკეთა.

გიორგი მებონიას დედას, ნანი ხარჩილავას კი იმედი აქვს ახალი მთავრობა და ახალი პრეზიდენტი ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ გამოძიება სწორად წარიმართოს და ნათელი მოეფინოს მუჟავაში მომხდარ ფაქტს. საზოგადოების აზრით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ მუჟავაში მომხდარ აფეთქებაში ისევ ის ადამიანები ფიგურირებენ, რომლებიც სოფელ ხურჩის გახსნილ დანაშაულობებში არიან მხილებულნი. ნანი ხარჩილავა იმედს იტოვებს, რომ დღეს თუ ხვალ მუჯავაში მომხდარი “ტერაქტიც” ისევე გაიხსნება, როგორც ეს მოხდა ხურჩაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.

“მე იმედი მაქვს, რომ ყველაფერს ნათელი მოეფინება და ჩემი შვილის რეალური მკვლელები პასუხს აგებენ ყველაფრისთვის”-აცხადებს ნანი ხარჩილავა.

ვიდეო

სხვა ახალი ამბები: