გიგა ბოკერია უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობიდან საკუთარი ნებით წავა

0

bokeriaუშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია, არჩევნებში გიორგი მარგველაშვილის გამარჯვების შემთხვევაში, თანამდებობის დატოვებას თავისი ნებით გეგმავს. ბოკერიამ მარგველაშვილის დღევანდელი განცხადების კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, რომ “ქართული ოცნების” რომელიმე პოლიტიკური თანამდებობის პირთან თანამშრომლობის სურვილი არც მას აქვს.
“განწყობის სრულ თანხვედრას აქვს ადგილი. მეც არც ერთ შემთხვევაში არ ვაპირებ თანამშრომლობას ბიძინა ივანიშვილის მიერ შერჩეულ კანდიდატებთან, რომლებიც არიან ამა თუ იმ პოლიტიკურ თანამდებობაზე – არც ბატონ მარგველაშვილთან. ასე რომ, ეს ორმხრივი სურვილია. აქედან გამომდინარე, თუკი მას აირჩევს ქართველი ხალხი, მე თავად მივიღებ გადაწყვეტილებას და მარგველაშვილს არ მოუწევს არაფრის ხელმოწერა. მე თავად არ ვაპირებ მათთან თანამშრომლობას ამ ფორმით”, – აღნიშნა ბოკერიამ.

ცნობისათვის, გიორგი მარგველაშვილმა დღეს განაცხადა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, გიგა ბოკერიასთან, როგორც უშიშროების საბჭოს მდივანთან, მუშაობას არ აპირებს. მისივე განმარტებით, ამ პოსტზე ბოკერიას შემცვლელი უკვე შერჩეული ჰყავს.

სხვა ახალი ამბები: