გიგი უგულავას ბრალი წარუდგინეს

0

cms-image-000018213დედაქალაქის ყოფილ მერს ბრალი უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციასა და ე.წ. მარნეულის ეპიზოდთან დაკავშირებით წარედგინა.

როგორც უგულავას ადვოკატმა გიზო უგლავამ ე.წ. მოდულის შენობის დატოვების შემდეგ განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და მიაჩნია, რომ მისი დაკავება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.

უგულავას ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ თბილისის ყოფილი მერისთვის აღკვეთის ღონისძეიბის შეფარდებაზე სასამართლომ დღესვე იმსჯელოს.

შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავა 3 ივლისს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მაშინ დააკავეს, როდესაც ის კიევში აპირებდა გამგზავრებას.

 

სხვა ახალი ამბები: