გიგი უგულავას სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

0

sasamartlo ugulavaგიგი უგულავას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე გიორგი გოგინაშვილმა გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ქ.თბილისის ყოფილ მერს გიორგი უგულავას წარედგინა ბრალდება მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიმართ 2014 წლის 5 ივნისს განხორციელებული იძულების და ჯგუფური მოქმედების ორგანიზებისათვის, რომელიც მიმართული იყო მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის კანონიერი საქმიანობის შეფერხებისაკენ. მას ასევე წარედგინა ბრალდება გიორგი ღონიაშვილთან და სხვა პირებთან ერთად, ჯგუფურად ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების ორგანიზებისთვის.

„დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით, 25,362-ე მუხლის პირველი ნაწილით, 226-ე მუხლით და 150-ე მუხლის პირველი ნაწილით. დღესვე ბრალდების მხარემ  თბილისის საქალაქო სასამართლოში იშუამდგომლა გიორგი უგულავას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ – პატიმრობის გამოყენების თაობაზე“,- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

სხვა ახალი ამბები: