გიგი უგულავა ახალაიას განცხადებას “ოქრუაშვილის ბალადას” უწოდებს

0

1352193847_ugulava-gigi_147თბილისის მერს გიგი უგულავას დათა ახალაიას მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებული განცხადება ოქრუაშვილის ბალადას აგონებს. მერის აზრით დათა ახალაიამ ან უნდა დაადასტუროს განცხადება ან უნდა ჩამოვიდეს.

„ეს მაგონებს ოქრუაშვილის ბალადას, ახალი არაფერი არ ეწერა განცხადებაში ისეთი, რაც შვიდი თვის განმავლობაში მედიით არ ყოფილა, შინაარსზე საუბარი ზედმეტად მიმაჩნია. ახალაიას რაც უნდა ის მოუყოლია, ეს მისი საქმეა. ვიმეორებ, ძალიან ჰგავს ეს ოქრუაშვილის ეპოპეას. ახალაიას თანამშრომლების 80 პროცენტი ისევ იმ ადგილებზე ზის და ახლა უკვე პოლიტიკური ოპონენტების დევნით არიან დაკავებულნი“,-აცხადებს გიგი უგულავა.

სხვა ახალი ამბები: