გიგი უგულავა დაკავებულია

0

gigih“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი და პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიგი უგულავა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს. ის დღეს დილით კიევში მიფრინავდა.

აეროპორტში ოქმის შედგენა დასრულდა და უგულავა ე.წ მოდულის შენობაში, დროებითი დაკავების იზოლატორში მოათავსეს. როგორც “ნაციონალური მოძრაობა” ავრცელებს გიგი უგულავა კიევში უკრაინის პატრიარქ ფილარეტთან შესახვედრად მიფრინავდა. ის უკან დაბრუნებას დღეს საღამოს აპირებდა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ 2 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს გიგი უგულავას სიტი პარკის საქმეზე აღკვეთის ღონისძიება არ შეუფარდა. უგულავა მოწმის სახით დასაკითხად მთავარ პროკურატურაში 4 ივლისს დილის 10:00 საათზე იყო დაბარებული.

სხვა ახალი ამბები: