გიგი უგულავა ხვალ დაკითხვაზე გამოცხადდება

0

ugulavaaთბილისის მერი გიგი უგულავა ხვალ დაკითხვაზე გამოცხადდება, – ამის შესახებ თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

“თბილისის მერმა არაერთხელ განაცხადა, რომ საჯარო ბიბლიოთეკასთან განვითრებულ მოვლენებთან დაკავშირებით, დაკითხვაზე ძველი თბილისის რაიონის პოლიციის სამართველოში მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოცხადდებოდა, თუ სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილებით დადგინდებოდა ამის აუცილებლობა.

სასამართლოს მიერ 2013 წლის 15 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, თბილისის მერი ადასტურებს, რომ ის ძველი თბილისის რაიონის პოლიციის სამართველოში 2013 წლის 16 თებერვალს ჩვენების მისაცემად გამოცხადდება”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს დააკმაყოფილა ძველი თბილის რაიონული პროკურატურის შუამდგომლობა გიგი უგულავას მოწმის სახით დაკითვხაზე იძულებით მიყვანის შესახებ. უგულავას დაკითხვაზე 16 თებერვალს, 15:00 საათზე ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლები მიიყვანენ.

სხვა ახალი ამბები: