გიგი წერეთელის განცხადებით პრეზიდენტის შრომისუნარიანობა აღდგენილია

0

mishaპარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის, გიგი წერეთლის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტს რეგენერაციის სწრაფი უნარი აქვს და მისი შრომისუნარიანობა აღდგენილია.

“თურქეთში მომხდარი ინციდენტის დეტალები ნამდვილად არ ვიცი. ვიცი ის, რომ პრეზიდენტმა ვარჯიშის დროს მხარი დაიზიანა, შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა, გაუკეთდა ოპერაციაც, თუმცა ეს დიდი და მძიმე ოპერაცია არ არის. მოხდა მოტეხილი ფრაგმენტების ფიქსაცია. რაც შეეხება პრეზიდენტის საერთო მდგომარეობას, რამდენადაც ვიცი, დღეს თურქეთის პრეზიდენტს ხვდება და მისი შრომისუნარიანობა ალბათ აღდგენილია. საერთოდ, რეგენერაციის სწრაფი უნარი აქვს. ძალიან არ ინერვიულოთ – პრეზიდენტი კარგად არის!” – განუცხადა “ინტერპრესნიუსს” გიგი წერეთელმა.

ოფიციალური ინფორმაციით, თურქეთში სამუშაო ვიზიტით მყოფი მიხეილ სააკაშვილი ველოსიპედით ყოველდღიური ვარჯიშის დროს დაშავდა. პრეზიდენტს მხრის სამმაგი მოტეხილობა დაუდგინდა და სტამბულის საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა.

ამასთან, პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის დაშავების გამო თავის თურქ კოლეგასთან გადადებული შეხვედრა დღეს გაიმართება.

სხვა ახალი ამბები: