გივი თარგამაძეს ინტერპოლი ეძებს

0
17450_6986საქართველოს პარლამენტის წევრ გივი თარგამაძის მონაცემები ინტერპოლის ძებნისა და დაკავების ბაზაში განთავსდა. ამის შესახებ “რია ნოვოსტი” რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრზე დაყრდნობით იუწყება.

“1-ელი მარტიდან თარგამაძე ინტერპოლით იძებნება,”

– განაცხადა  რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

გივი თარგამაძეს რუსი სამარტალდამცველები  რუსეთში 2012 წლის 6 მაისს მომხდარი მასობრივი არეულობების ორგანიზებას ედავებიან. მოსკოვის ბასმანის სასამართლომ მას პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.

 

სხვა ახალი ამბები: