გიორგი ბარათაშვილი ”ბორდმა” თანამდებობიდან გადააყენა

0

aratashvili“საზოგადოებრივი მაუწყებლის” ბორდმა გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი თანამდებობიდან გადააყენა.

გადაწყვეტილება სამეურვეო საბჭომ  დახლოებით ერთსაათიანი მსჯელობის შემდეგ მიიღო. თავად მხარეებს ჯერ-ჯერობით ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებიათ.

ბარათაშვილისთვის უნდობლობის გამოცხადების მიზეზი საბჭოს წევრმა გიორგი მელაძემ სხდომის დაწყებამდე განმარტა.

„ბოლო 3 თვეა, სამეთვალყურეო საბჭო უკვე აქტიურად ცდილობს, მენეჯმენტისგან გაიგოს სამომავლო გეგმები, რომლებიც ტელევიზიის ბედზე დიდ ზეგავლენას ახდენს ფინანსური და პროგრამული საკითხების თვალსაზრისით, თუმცა ნორმალური სამუშაო ვითარების შექმნა ამ დრომდე ვერ მოხერხდა“ – განმარტა მან.

სხვა ახალი ამბები: