გიორგი ბარათელი აცხადებს, რომ გურამ შარაძე არ მოუკლავს

0
barateliაკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობისთვის მსჯავრდებულმა გიორგი ბარათელმა დღეს ჟურნალისტებით თანდასწრებით,  სასამართლო პროცესზე პირველად განაცხადა, რომ შარაძე არ მოუკლავს.
ადვოკატების თქმით, მკვლელობა ბარათელმა თავის თავზე იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის დაკვეთითა და პროკურატურის ზეწოლის შედეგად აიღო.
ბარათელის დაცვის მხარის განცხადებით, ერთ-ერთი, ვინც მსჯავრდებულზე ზეწოლას ახორციელებდა, ვანო მერაბიშვილის ამჟამინდელი ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი იყო, რომელიც მაშინ გურამ შარაძის მკვლელობის საქმეზე პროკურორად მუშაობდა.
ადვოკატების განცხადებით, ჩივიაშვილი ბარათელს ჰპირდებოდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ შარაძის მკვლელობას საკუთარ თავზე აიღებდა, მას სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მაქსიმუმ, ერთ წელიწადში გაათავისუფლებდნენ და კარგ სოციალურ პირობებს შეუქმნიდნენ.
ბარათელს მკვლელობის გამო 26 წელი აქვს მისჯილი.

სხვა ახალი ამბები: