გიორგი ბარამიას კანდიდატურა სალონიკში გენერალური კონსულის თანამდებობაზე განიხილება

1
giorgi_baramia1საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძის განცხადებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, გიორგი ბარამიას კანდიდატურა სალონიკში საქართველოს გენერალური კონსულის თანამდებობაზე განიხილება.
აღნიშნული განცხადება ფანჯიკიძემ დღეს ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა და დასძინა, რომ ამ თანამდებობაზე დანიშნული ჯერ არავინ არის და არც გიორგი ბარამიაა ერთადერთი კანდიდატურა.
საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, „გიორგი ბარამიას აქვს დიპლომატიური გამოცდილება და ის თავის დროზე სალონიკში გენერალურ საკონსულოშიც მუშაობდა. საბერძნეთში 300 ათასზე მეტი ქართველი ცხოვრობს. გენერალური კონსული კი რომელიც მათ ინტერესებს უნდა იცავდეს, იქაური მოსახლეობის ნდობით უნდა სარგებლობდეს,”– განაცხადა მაია ფანჯიკიძემ და დასძინა, რომ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გენერალურ კონსულად გიორგი ბარამიას დანიშვნის წინააღმდეგ საბერძნეთში ქართველი ემიგრანტები საპროტესტო აქციების გამართვას გეგმავენ, ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს.
„ხშირად არის, რომ ვინმეს წინააღმდეგ უსაფუძვლო ბრალდებები ისმის და შემდეგ აღმოჩნდება, რომ იგი არაფერში დამნაშავე არ არის. საპროტრესტო აქცია ძალიან რადიკალური ფორმაა და არ ვარ ინფორმირებული, რომ ასეთი რამ არის მოსალოდნელი, მაგრამ თუ კი ასეა მაშინ მე დავინტერესდები იმ ხალხის მოთხოვნებით და ინფორმაციით, ვინც ამ აქციას აწყობს,”– აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილმა თავმჯდომარემ გიორგი ბარამიამ დაკავებული თანამდებობა მიმდინარე წლის 8 აპრილს, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

სხვა ახალი ამბები: