გიორგი ბიგვავას დასახმარებლად ზუგდიდში საქველმოქმედო აქცია გაიმართა

0

10151797_334696633374964_8721163327398503191_n11 ოქტომბერს, შაბათს, 18:00-ზე, საინიციატივო ჯგუფმა “ვიზრუნოთ პატარებზე”, კომბინატში, მუსიკალურ-ქორეოგრაფიულ ცენტრ “ოდიშში” მოაწყო საქველმოქმედო აქცია-კონცერტს 3 წლის გიორგი ბიგვავას დასახმარებლად.

საინიციატივო ჯგუფის დამფუძნებელმა და ღონისძიების მთავარმა ორგანიზატორმა ხატია ჯანაშიამ მხარდაჭერისათვის დიდი მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც აქტიურად ჩაერთო საქველმოქმდეო აქციაში.

“გიორგი ამჟამად იმყოფება გერმანიაში, კერძოდ ბრანდერბურგში, სადაც გადის მკურნალობის 3 თვიან კურსს, გიო თითქმის 2 თვე იმყოფებოდა კომატოზურ მდგომარეობაში, თუმცა უფლის ნებითა და წყალობით პატარა ანგელოზმა გამოცდილი და პროფესიონალი ექიმების წყალობით თავი დააღწია. უღრმესი მადლობა ნატო ბერულავას, რომ არა ნატო, ჩვენ გიორგის შესახებ ვერ შევიტყობდით და ეს საღამოც ვერ შედგებოდა. ჩვენმა საინიციატივო ჯგუფმა ზუსტად 2 კვირის წინ გადაწვიტა დახმარებოდა გიორგის, დავიწყეთ მზადება და უმოკლეს დროში შევძლელით გიორგისთვის სოლიდური თანხის შეგროვება. საინიციატივო ჯგუფმა ეს სრულიად სამეგრელოსთან ერთად შეძლო, ეს კი სწორედ იმის დასტურია, რომ ჩვენ, ყველა იმ ხალხს, ვინაც მიიღო ქველმოქმედებაში მონაწილეობა ერთმანეთის თანადგომა და სიყვარული შეგვიძლია, გუშინდელი ღონისძიებაც ისევ და ისევ ამის დასტური იყო.

მე მადლობას ვუხდი ყველას იმისათვის, რომ თავიანთი წვლილი შეიტანეს ამ კეთილშობილურ საქმეში, მინდა პირველ რიგში მადლობა გადავუხადო ჩვენს მხარდამჭერს, მუსიკალურ-ქორეოგრაფიულ ცენტრ “ოდიშის” დირექტორს, ქალბატონ ნინო მამფორიას და მის მოადგილეს, ქალბატონ ნატო კემულარიას, ასევე მადლობას ვუხდი: შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარ სამმართველოს, განსაკუთრებული მადლობა ბატონ პაატა ალშიბაიას, სწორედ მან გაუკეთა ორგანიზება ძალოვანი სტრუქტურების მობილიზებას.

შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს, შსს ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის მთავარ სამმართველოს სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონალური დროებითი იზოლატორის თანამშრომლებსა და ხელმძღვანელებს, შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს სამეგრელო-ზემო სვანეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკურ სამსახურს, შსს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა მეორე სამმართველოს, განსაკუთრებული მადლობა ბატონ ბაადურ შენგელიას მხარდაჭერისთვის,
შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარ სამმართველოს, უღრმესი მადლობა ბატონ პაატა კაციას თანადგომისთვის.
უღრმესი მადლობა სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარ სამმართველოს, ზუგდიდის რაიონულ და საოლქო პროკურატურას, შპს “გეორგიას”, მადლობა საფეხბურთო კლუბის, “ზუგდიდის ზუგდიდი” დირექტორს, ბატონ გელა ინალიშვილს, “აგრიჯორჯიას” ხელმძღვანელობას და თანამშრომლებს.

ასევე, უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო საჯარო სკოლების დირექტორებს, პედაგოგიურ კოლექტივს და მოსწავლეებს:
N6 საჯარო სკოლა, ქ-ნ ია კერზაია,
N9 საჯარო სკოლა, ქ-ნ თეა გაბელაია,
N5 საჯარო სკოლა, ქ-ნ დოდო ცქვიტაია,
N4 საჯარო სკოლა, ქ-ნ ნანა ხუფაცარია,
N2 საჯარო სკოლა, ქ-ნ მარინა ქარცხია,
N12 საჯარო სკოლა, ქ-ნ ასმათ ასათიანი,
სოფ დარჩელის N2 საჯარო სკოლა, თამარ ბიგვავა,
ალექსანდრე ღურწკაიას გიმნაზია “GG”, ბ-ნ ჯამბულ ნაჭყებია.
უღრმესი მადლობა ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერს, ბ-ნ ირაკლი გოგოხიას და მერიის თანამშრომლებს,
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, ბ-ნ მერაბ ქვარაიას და საკრებულოს თანამშრომლებს,
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელს, ბ-ნ ედიშერ თოლორაიას და მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებს,
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, ბ-ნ ლაშა გოგიას და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომლებს,
სამეგრელო-ზემო სვანეთში რწმუნებულს, გუბერნატორს, ბ-ნ ლევან შონიას და გუბერნიის თანამშრომლებს,
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ააიპ სამსახურებს.
განსაკუთრებული მადლობა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლებს:
სოფელ ცაიშის წარმომადგენელს, ბ-ნ ზაზა ჯანჯღავას და სოფლის მოსახლეობას,
სოფელ ოქტომბრის წამომადგენელს, ბ-ნ გიგლა წოწერიას და სოფლის მოსახლეობას,
სოფელ დარჩელის წარმომადგენელს, ბ-ნ დავით ბიგვავას და სოფლის მოსახლეობას,
სოფელ ცვანეს წარმომადგენელს, ბ-ნ ზვიად ყორშიას და სოფლის მოსახლეობას, ასევე დიდი მადლობა ყველა იმ სოფლის წარმომადგენლებს ვინაც მონაწილეობა მიიღო ქველმოქმედებაში.
უღრმესი მადლობა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის დირექტორს, ქ-ნ ეკა მინჯორაიას,
უღრმესი მადლობა ჩემს დას, ხათუნა ჯანაშიას და მის მეგობრებს, ზუგდიდის ადვოკატებს, რომლებიც ჩაერთვნენ საქველმოქმედო საღამოს ორგანიზებაში.
რესტორან “მონოპოლის” ხელმძღვანელს, ქ-ნ ელისო ჭურღულიას,
ანსამბლ “იმედის” მოცეკვავეებს და ხელმძღვანელებს: სოფო შანავას და ლევან ფიფიას,
ასევე ღონისძიების თითოეულ მონაწილეს და პედაგოგებს, ნათია ზარანდიას და ეკა კერესელიძეს მინდა მადლობა გადავუხადო.
უღრმესი მადლობა ფოტოსტუდიის დირექტორს, ბატონ დავით ჯაბუას, რომელმაც წარმოუდგენლად დიდი ფასდაკლება გაგვიკეთა ღონისძიებისთვის დამზადებულ ბილეთებზე.
უღრმესი მადლობა TV “ოდიშს”,
შალვა დადიანის სახელობის ზუგდიდის დრამატული თეატრის დირექტორს, ქ-ნ მაია კალანდიას და მთავარ რეჟისორს, ბ-ნ ბადრი წერედიანს.
ნომერ I სამუსიკო სკოლის დირექტორს, ქ-ნ მზია მატკავას და მის ულამაზეს შვილიშვილს, ნუციკო ჯიქიას.
მადლობა ქ-ნ ფლორა ჯანაშიას, ემიგრანტს, უკეთილშობილეს ადამიანს,
ასევე უღრმესი მადლობა ქ-ნ ლია რობაქიძეს, რომელმაც თბილისიდან გადარიცხა გიორგის დასახმარებლად თანხა.
უღრმესი მადლობა ჩემს მეგობრებს, რომლებიც საინიციატივო ჯგუფთან ერთად დაუღალავად შრომობდნენ,
მადლობა უფალს და თითოეულ თქვენგანს, ბოდიშს ვიხდი თუ კი ვინმე გამომრჩა, იმედია არ მიწყენთ, რაც მთავარია ჩვენ გიორგის დასახმარებლად გავერთიანდით და შევძელით საკმაოდ სოლიდური თანხის შეგროვება, ეს ჩვენმა საინიციატივო ჯგუფმა თითოეულ თქვენგანთან ერთად შეძლო.
ახლა კი მინდა დავასახელო შემოსული თანხის ოდენობა, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად შევაგროვეთ გიორგი ბიგვავას დასახმარებლად. მაშ ასე: 3 წლის გიორგი ბიგვავას სამკურნალოდ შეგროვდა:
17 630 ლარი.
უღრმესი მადლობა ყველას. უფალმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და შეგიწიროთ თქვენი ქველმოქმედება.
მომავალშიც ერთად ვიზრუნოთ პატარებზე!
პ.ს
საინიციატივო ჯგუფი “ვიზრუნოთ პატარებზე” უახლოეს მომავალში აპირებს ფონდად ჩამოყალიბებას და სწორედ გიორგისნაირად, უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებულ ბავშვებს დაეხმარება. ფონდის წესდებას დეტალურად გაგაცნობთ უახლოეს პერიოდში” – აცხადებს საქველმოქმედო კონცერტის ორგანიზატორი ხატია ჯანაშია.

სხვა ახალი ამბები: