გიორგი ვაშაძე პოლიტიკიდან წასვლას აპირებს

0

24261_119270788090101_1278742_nსაპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი ვაშაზე “ნაციონალური მოძრაობის” დატოვებასა და საერთოდ პოლიტიკიდან წასვლასაც აპირებს. როგორც მედიასაშუალებებთან საუბრისას აღნიშნავს ის ელოდება გამოძიებების დასრულებას და ამის შემდეგ ის თავის გადაწყვეტილებებს განახორციელებს. საპარლამენტო უმცირესობის წევრის განცხადებით აღმოჩენილი კადრები და ფირები ბოლო არ არის და ისინი უფრო მეტ გააქტიურებას სექტემბერში ელოდებიან.

“ჩემი მიზანი გამოძიების მალე დასრულებაა. ზუსტად ამიტომ არ მოგვყვება ხელისფლება ამ საკითხთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნაზე- მას არ სურს დამნაშავეების პოვნა. მზად ვარ ბოლომდე ვიმუშაო და ბოლოს და ბოლოს, მზად ვარ პოლიტიკიდან საერთოდ წავიდე. ჩემი თვითმიზანი პოლიტიკაში ყოფნა არ არის. პირადად მე გიორგი ვაშაძეს მინდა წერტილი დაესვას გირგვლიანის, რობაქიძის, 26 მაისის, ვიდეოკადრებს, წამების საქმეებს და ყველა დამნაშავე გამოვლინდეს. არ მაინტერესებს ჩვენს გუნდში ამის წინააღმდეგ ვინ წავა. ამ პარტიაში დღეს იმიტომ ვარ, რომ ადამიანების დიდი ჯგუფი სწორედ ამ აზრზეა. თუ დავინახავ, რომ მარტო აღმოვჩნდები, პარტიას იმავე დღეს დავტოვებ”,- აცხადებს გიორგი ვაშაძე.

სხვა ახალი ამბები: