გიორგი ვოლსკი ჭუბურხინჯის შეხვედრების აღდგენას აუცილებლად მიიჩნევს

0

2014103020365611საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი ჭუბურხინჯის შეხვედრების აღდგენას აუცილებლად მიიჩნევს.

„საერთოდ, მიკვირს, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, საჭიროა თუ არა ჭუბურხინჯის შეხვედრების ფორმატის ამოქმედება. ის ჟენევის მოლაპარაკებათა ერთ-ერთი გადაწყვეტილება და მიღწევაა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, შეკითხვა არ უნდა იყოს. მოლაპარაკების ნებისმიერი ფორმატი არის საჭირო, მისაღები და აუცილებელი“, — აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

აღსანიშნავია, რომ ჭუბურხინჯის მოლაპარაკებების აღდგენის აუცილებლობაზე გუშინ განცხადება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა გააკეთა.

ინციდენტების პრევენციებისა და მათზე რეაგირების ფარგლებში გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში ოთხმხრივი შეხვედრა აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების, საქართველოს, გაერო-სა და რუსეთის სამშვიდობო ძალების წარმომადგენელთა მონაწილეობით პირველად 1997 წელს გაიმართა. 2008 წლიდან კი ამ ფორმატში ევროკავშირმაც მიიღო მონაწილეობა. 2012 წელს კი აფხაზეთის მარიონეტული მთავრობის მოთხოვნით ევროკავშირი ამ პროცესს გამოეთიშა და შეხვედრები შეწყდა.

სხვა ახალი ამბები: