გიორგი სიგუას “კაზანტიპის” ვიცე-პრეზიდენტობა და 100.000 ევრო შესთავაზეს

0

kaazantiipკაზანტიპის პრეზიდენტმა ნიკიტა მარშუნოკმა ტურიზმისა ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელს გიორგი სიგუას კაზანტიპის რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტის პოსტი და წლიური ხელფასი 100 000 ევრო შესთავაზა. ამის შესახებ “ბიზნესკონტაქტისთვის” გახდა ცნობილი.

მარშუნოკის თქმით, გიორგი სიგუა ერთ-ერთი ყველაზე მიზანსწრაფული ადამიანია იმ ადამიანებს შორის, რომელიც მას სახელმწიფო სტრუქტურებში შეხვედრია.

“მისი შესაძლებლობები, ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა შეუმჩნეველი არ უნდა დარჩეს. მისი პოტენციალის არგამოყენება ძალიან დიდი შეცდომაა. კაზანტიპის რესპუბლიკის ყველა მოქალაქის სახელით, გიორგი სიგუას ჩვენს სახელმწიფოში სამუშაოდ ვეპატიჟებით”, – განაცხადა მარშუნოკმა.

სხვა ახალი ამბები: